დასახელება:
ბუღალტერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!
ევექსი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი შესრულება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) პროგრამული გატარება;
** RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონულად მოსული დოკუმენტაციის დროული დამუშავება და აღრიცხვა, ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება;
** სალაროს შემოსავლების აღრიცხვის ჯგუფის მონაცემებისა და RS.GE-ს რეპორტის მონაცემების შედარება და სხვაობების გამოვლენა/შესწორება;
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ან სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://evex.ge/ka/vacancy/stajireba-bugalteriashi/725
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|