Робота для біженців з України
მონიტორინგის ოფიცერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის ოფიცერი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
შპს "კომპანია ორბიტა" (ს/ნ: 205165453), არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, 26 წელზე მეტი გამოცდილებით. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://WWW.ORBITA.GE

შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის ოფიცრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** მონიტორინგის პროცედურის თანახმად პორტფელის ხარისხის კონტროლის განხორციელება და მიზნობრიობის გადამოწმება და მონიტორინგი;
** ორგანიზაციის ინსტრუქციით განსაზღვრული პროცედურებისა და მოთხოვნების შესრულების კონტროლის განხორციელება;
** კომპანიის საწყობების ინვენტარიზაცია;
** გადაცდომების აღმოჩენა და მათ შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
** აღმოსაფხვრელი გადაცდომების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** დადგენილ ხარვეზებზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დროული რეაგირების კონტროლის განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტის შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** პერიოდულად ობიექტების გადამოწმება და დებიტორული დავალიანებების აქტების წარმოება;
** დავალიანების არსებობის შემთხვევაში კომპანიის კონტრაჰენტებთან ან/და მოვალეებთან მოლაპარაკების წარმოება და თანხის ამოღების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დავალების შესაბამისად კონტრაჰენტებთან თანამშრომლობის ხარისხის, ურთიერთობის მექანიზმებისა და ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობის პერიოდული შემოწმების განხორციელება;
** ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება და დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით მისი წარდგენა;
** მონიტორინგის სამსახურის მუშაობის პროცესის გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინადადებების წარდგენა და პროცესებისა და პროცედურების ოპტიმიზაციის განხორციელება;
** პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო საკითხების მოგვარება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** აუცილებელია უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ფინანსური განხრით);

ხელფასი: ხელფასი - განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით

პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** ფიტპასი;
** კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@orbita.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მონიტორინგის ოფიცერი ბათუმში" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო პირი: ლაშა კაპანაძე

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე