Робота для біженців з України
ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** ფინანსური ინფორმაციის ასახვა/გადამოწმება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული პროგრამის ფინანსურ მოდულში და ინფორმაციის დადარება საბუღალტრო პროგრამასთან და საჭიროების შემთხვევაში შესწორებების განხორციელება;
** სტუდენტების პორტალიდან ინვოისების გენერირება
** სწავლის დაფინანსების გამცემ სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა და სტუდენტების მიერ მიღებული დაფინანსების ასახვა უნივერსიტეტის საბუღალტრო და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ პროგრამაში;
** დადგენილ ვადებში ფინანსური და საბანკო ოპერაციების შესრულება;
** სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკების გაწერა. სტუდენტის სტატუსის, ჩარიცხვის/შეჩერების/შეწყვეტის თუ ნებისმიერი ცვლილების დაფიქსირება სასწავლო პროცესის ელექტრონულ პროგრამაში;
** სტუდენტებისთვის მათთვის საინტერესო ფინანსურ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა და საჭიროებისამებრ წერილობითი კომუნიკაცია შიდა დეპარტამენტებთან.
** საქონლისა და მომსახურების შეძენის ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში და შესაბამისი ანგარიშების კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორების შედარება;
** კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული დღის, თვის, კვარტლის დახურვაში მონაწილეობის მიღება;
** ინფორმაციის დამუშავება და საჭიროებისამებრ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
** Microsoft office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსურ სფეროში.
** სასურველია Oris 7-ში მუშაობის გამოცდილება
** საგადასახადო კოდექსთან მუშაობის უნარი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სამუშაოს სწორად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** გუნდურობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 დეკემბერი

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე