Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=597411&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** სტრატეგიული ქვეყნების შესაბამისად საგანმანათლებლო საკონსულტაციო სააგენტოების კვლევა, მათთან პარტნიორობის ინიცირება და განვითარება;
** პარტნიორი სააგენტოების აქტივობების კოორდინაცია და მონიტორინგი;
** ინდივიდუალურად რეგისტრირებული სტუდენტების იდენტიფიკაცია და მათი დაკავშირება მიღების გუნდთან;
** ვებინარებისა და ღონისძიებების (open days, Fam Trip) ორგანიზებაში/აღსრულებაში მონაწილეობა;
** მიზნობრივი ქვეყნების საგანმანათლებლო გარემოს კვლევის პროცესში ჩართულობა;
** კონკურენტების შესწავლა და აქტივობების ინიცირება;
** საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტები სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნებში და საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებში მონაწილეობა;
** უნივერსიტეტის ვებგვერდის მონიტორინგი და მარკეტინგის გუნდთან ერთად შესაბამისი მიმართულების ინფორმაციების განახლება (admission call, relocation services, international student admission guidelines);
** მარკეტინგის გუნდთან ერთად ინგლისურენოვანი პროგრამების ჭრილში აქტივობების ინიცირება/ განხორციელება და საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობა;
** სტუდენტური სერვისების გუნდთან ერთად სტუდენტებისთვის Pre-departure სესიების ორგანიზება და მათი დახმარება უნივერსიტეტთან და ქვეყანაში ადაპტაციის პროცესში;
** პოტენციური სტუდენტების ბაზის მუდმივი განახლება რეგისტრაციების და ლიდების საფუძველზე;
** რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
** Microsoft office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების პრინციპებისა და სპეციფიკის ცოდნა;
** სასურველია საერთაშორისო პარტნიორებთან ან კულტურათაშორის გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;
** მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის გამართული უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** გუნდური მუშაობა;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარებისა და ადაპტაციის უნარები.

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 დეკემბერი

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია