დასახელება:
ბარმენი
|
მომწოდებელი:
Artizan Design Hotel
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
სასტუმრო "Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა
** დადგენილი სტანდარტული პროცედურების შესრულება
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
** სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით, მაღალი კმაყოფილების უზრუნველყოფა
საჭირო ცოდნა/უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია მინიმუმ 1/2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
** თანამედროვე ბარის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12
ანაზღაურება: 1200 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 490649. გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|