Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=597356&print=yes&view=jobs
 
დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
თბილისი მედიკი მე_14  წელია, ზრუნავს  სამედიცინო სფეროს განვითარებაზე და მას სამედიცინო პროდუქტის სრულ სპექტრს სთავაზობს. თბილისი მედიკი აერთიანებს ყველა აუცილებელ სამედიცინო ინვენტარს ერთ სივრცეში. ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი. 

გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლებისა, თბილისი მედიკი ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 3 მაღაზიით (1 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი). 
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თბილისი მედიკში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. 

განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ეს თბილისი მედიკია - ადგილი, სადაც გუნდური მიზნები და პასუხისმგებლობა გვაერთიანებს!

იხ. ვიდეორგოლი ჩვენს facebook - https://fb.watch/vuY98inBYG/ და Linkedin გვერდზე - https://tinyurl.com/yueb5tu9

ამჯერად, კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას  დისტრიბუტორის   პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ავტომობილში დატვირთული პროდუქციის მითვლა და კონტროლი;
** პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება ობიექტებისთვის წინასწარ გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
** მიწოდებული პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** ავტომობილის მართვა;
** დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

მაშინ, ჩვენ გეძებთ შენ.

თბილისი მედიკში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება;

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას 28ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 18:00 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1100 - 1300 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია