დასახელება:
ფარმაცევტი
|
მომწოდებელი:
ჰელსივეი
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
აფთიაქი "ჰელსივეი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთა ფარმაცევტული კონსულტირება;
** მომხმარებელთათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტების შეთავაზება;
** აფთიაქში არსებული პროდუქციის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** დღის განმავლობაში რეალიზაციით მიღებული თანხის მითვლა/აღრიცხვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი ან არასრული სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება;
** აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: HwPharm11@gmail.com.
აუცილებელია ასევე წარადგინოთ:
** 3X4 ფოტოსურათი;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი.
|
|
|
|