Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=597350&print=yes&view=jobs
 
სასტუმროს ადმინისტრატორი - წყალტუბო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: პარკ რიზორტ წყალტუბო
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
სასტუმრო "პარკ რიზორტ წყალტუბო" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

სასტუმრო "პარკ რიზორტ წყალტუბო" არის ადგილი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ყოველდღიური, დამღლელი რუტინისგან და სტრესისგან გათავისუფლება ან უბრალოდ უქმეების სასიამოვნოდ გატარება, საკუთარი თავის განებივრება სურს.

სამუშაო ადგილი: ქ. წყალტუბო, სასტუმრო პარკ რიზორტ წყალტუბო.
ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი გრაფიკი ყოველ მეოთხე დღეს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
** რეპორტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;

უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: hotel@parkresort.ge ან დაგვიკავშირდით: 593 300561; 599 448335.

სასურველია კადრი იყოს ადგილობრივი ან ცხოვრობდეს მიმდებარე რაიონში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია