დასახელება:
HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც დღეს ჰოლდინგური სახის კომპანიად ჩამოყალიბდა და "KTW ჯგუფის" სახელითაა ცნობილი.
KTW ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ფლობს განსხვავებული სახისა და კონცეფციის ობიექტებს, წარმოების, სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, კვების თუ სასტუმრო სერვისის მიმართულებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს HR მენეჯერის პოზიციას.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** კანდიდატების მოძიების ორგანიზება სხვადასხვა წყაროების გამოყენებით;
** კანდიდატთა შერჩევა წინასწარ განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით;
** შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრების ორგანიზება და ჩატარება;
** ახალი თანამშრომლებისთვის საბაზისო ინფორმაციის მიწოდება და გადანაწილება სამუშაო ადგილებზე;
** სამუშაო ადგილზე სტაჟირების პროცესის მონიტორინგი;
** მოძიებული კანდიდატების შენარჩუნებისკენ მიმართული აქტივობების ორგანიზება;
** საკადრო საჭიროების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოება და მისი მუდმივი განახლება;
** დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა და მართვა (ბრძანებები, შვებულებები, შრომითი ხელშეკრულებები, ცნობები);
** შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობა, თანამშრომელთა ინფორმირება;
** სამუშაო დროის აღრიცხვის ადმინისტრირება;
** სახელფასო სისტემის სრულად მართვა (Payroll)
** HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის მითითებების შესრულება ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულების ყველა ეტაპზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ფლობა
** მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 15 დეკემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "HR მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"KTW ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ წინა სახელშეკრულებო პერიოდში "KTW ჯგუფის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია.
|
|
|
|