დასახელება:
მომხმარებელთა მხარდაჭერის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
TNET
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
"TNET" (TechnologyNetwork) წარმოადგენს ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას საქართველოში რომელიც TBC PLC ჯგუფის წევრია.
"თინეთი" 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.
"თინეთში" შემავალი ციფრული პროდუქტები 4 ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი: ცხოვრების სტილი, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება (Super APP, Myauto.ge, Myhome.ge, Mymarket.ge, Myparts.ge, Myshop.ge, Vendoo.ge, Swoop.ge, Tkt.ge, Livo.ge)
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, UX/UI designer-ის პოზიციაზე!
შემოუერთდი ჩვენს გუნდს Head Of Customer Support-ის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
შენი როლი "თინეთში":
** მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის სტრატეგიის განვითარება და აღსრულება;
** გუნდში შემავალი ყველა პროდუქტის/მიმართულებისთვის სამუშაო პროცესების გაწერა, მართვა და მონიტორინგი;
** მომხმარებლისაგან მიღებული უკუკავშირის გაანალიზება და მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მიღება პროცესის გაუმჯობესებებისთვის;
** მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდისთვის ინსტრუქციების და გაიდლაინების შემუშავება/განახლება, აღსრულების ეფექტური კონტროლი;
** გუნდში შემავალ საკითხებზე კოორდინაცია, გუნდის ლიდერების ჩართვა და დავალებების გადანაწილება შესაბამისად;
** განხორციელებული ზარების მონიტორინგი ყოველდღიურად და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** გუნდის წევრების მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტურობის შეფასება წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით და ამ ინფორმაციის საფუძველზე ყოველთვიური ბონუსის კალკულაცია;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტის მომზადება (ყოველკვირეული, ყოველთვიური);
** გუნდის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარე პროცესებზე, ეფექტურობის მაჩვენებლებზე და სიახლეებზე;
** გუნდის წევრებთან ინდივიდუალური შეხვედრები უკუკავშირის გაზიარების მიზნით;
** გუნდის წევრების მენტორინგი, რაც მოიცავს ვორქშოპების დაორგანიზება/ჩატარებას;
** საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა გუნდებთან კომუნიკაცია;
** უშუალო ხელმძღვანელისგან სხვა დავალების ჯეროვნად შესრულება.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება, აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება, აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) მაღალ დონეზე ცოდნა.
"თინეთში" დაგხვდება:
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|