დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჰიგიენ სერვისი
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
კომპანია "ჰიგიენ სერვისი" 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის მთავარ სფეროს წარმოადგენს კომერციული და არაკომერციული შენობა-ნაგებობების დალაგება-დასუფთავება.
დასუფთავების კომპანია "ჰიგიენ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კანდიდატების შერჩევის სრული პროცესის ორგანიზება.
** თანამშრომლების პირადი საქმეების შედგენა, მართვა, შენახვა.
** სამუშაო დროის აღრიცხვის ადმინისტრირება.
** შემოსავლების სამსახურის საიტზე დაქირავებულ პირთა რეესტრის მუდმივი განახლება.
** მონაწილეობის მიღება დასაქმებულთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მართვაში.
** ხელშეკრულებებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოების პროცესის მართვა.
** დასაქმებულის შრომის ანაზღაურების და სხვადასხვა ბენეფიტების ადმინისტრირება/მართვა.
** შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობა, თანამშრომელთა ინფორმირება.
** სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან.
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან პროფესიული დავალებების შესრულება.
** კონტრაქტორ ობიექტებზე გასაუბრებების და შეხვედრების ჩანიშვნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველი შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია ან ადამიანური რესურსების მართვა
შრომის კოდექსის ცოდნა.
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145
** გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი; 09:00-17:00 სთ)
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@hs.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება .გისურვებთ წარმატებას.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|