დასახელება:
მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ინტელიექსპრესი
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა კვლევის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში, სათავო ოფისში:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად, გამოცდილების მიხედვით)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების შესაძლებლობა
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
მის: თბილისი. აღმაშენებლის გამზ. 61. ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"
საქმიანობის აღწერა:
** მომხმარებელთა რაოდენობრივი, ხარისხობრივი და სხვა კვლევების ორგანიზებაში მონაწილეობა, ჩართულობა და კვლევების შესრულება;
** კომპანიის მიმდინარე და პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია კვლევის მეთოდოლოგიით გათვალისწინებული პლატფორმების გამოყენებით;
** მომხმარებელთა საჭიროებების და მოლოდინების ანალიზი და კვლევის ანგარიშების მომზადება;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და რეპორტინგი;
** მომხმარებელთა ქცევის ტენდენციების რეგულარული მონიტორინგი და შეფასება;
** მარკეტინგის, პროდუქტის, ბიზნესის განვითარებისა და მონაცემთა ანალიზის გუნდებთან ინტენსიური კომუნიკაცია და კვლევითი ამოცანების დასახვა;
** რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემთა ანალიზი და შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგში, ბიზნესის მართვაში, სოციოლოგიაში ან კვლევასთან დაკავშირებულ სფეროში;
** კვლევითი მეთოდოლოგიების (რაოდენობრივი და ხარისხობრივი) ცოდნა და გამოყენების გამოცდილება;
** კლიენტებთან მუშაობის, მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება.
უნარები:
** ანალიტიკური უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარები.
2024 წლის 15 დეკემბრამდე გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები შემდეგ ლინკზე: https://hel-ai.com/apply/IyBbuzTd
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სს მისო "ინტელიექსპრესისს" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: vacancy@intelexpress.ge / 032 2 49 25 25
mailto: vacancy@intelexpress.ge?subject=
"ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებებს!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/IyBbuzTd
|
|
|
|