Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=597303&print=yes&view=jobs
 
საკონტეინერო ტერმინალის ცვლის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკონტეინერო ტერმინალის ცვლის უფროსი
მომწოდებელი: თბილისი დრაი პორტი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2025 წლის იანვარში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის მშრალი ტვირთების ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის

"თბილისის მშრალი პორტი" მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.

"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციებს.

პოზიციის შესახებ: საკონტეინერო ტერმინალის ცვლის უფროსის ძირითადი უფლება-მოვალეობები მოიცავს ტერმინალის გამართული და ეფექტიანი მუშაობისთვის ცვლის საოპერაციო ნაწილის დაგეგმვას და მისი განხორციელება, დაკავშირებული დოკუმენტების მართვას.

დეპარტამენტის შესახებ: საკონტეინერო ტერმინალის ცვლის უფროსი ექვემდებარება ტერმინალის და საწყობის მენეჯერს და მის დაქვემდებარებაშია ტერმინალის გამშვები პუნქტის ოპერატორი, მოედნის ოპერატორი და სპეც-ტექნიკის ოპერატორები. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს საკონტეინერო ტერმინალის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან (რკინიგზის და ტექნიკური განყოფილებები).

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

გამოცდილება და უნარები:

** უმაღლესი ან სპეციალური განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** MS Office-ის ცოდნა;
** საოპერაციო სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** საბაჟო პროცედურების და კანონმდებლობის მოთხოვნების ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკონტეინერო ტერმინალზე შემომავალი/გამავალი ტვირთების დაგეგმარება;
** ტვირთების განლაგების და ტერმინალზე გადაადგილების ეფექტური დაგეგმარება და მათი გადაადგილების მართვა;
** საკონტეინერო ოპერაციების ტერმინალის მართვის (TOS) სისტემაში დარეგისტრირება;
** ინციდენტის/ავარიის ანგარიშების მომზადება და რეგულარული ინსპექტირება მძღოლების მიერ სამუშაო ინსტრუქციების, სამეურნეო და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის მოთხოვნების დაცვის კუთხით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ინციდენტების შემცირება და ტრანსპორტის კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა;
** მომხმარებელთა ეფექტური მომსახურება, მათი (მომხმარებელთა) ყველა შეკითხვის/პრობლემის მიზანშეწონილად გადაჭრა;
** შეასრულოს იმ ნორმატიული აქტების, დებულებების, ინსტრუქციების, სხვა სახელმძღვანელო მასალებისა და დოკუმენტების მოთხოვნები, რომლებიც არეგულირებს საბაჟო საწყობში კონტეინერებისა და ტვირთის გაშვება-შემოსვლის რეჟიმს;
** შეასრულოს იმ ნორმატიული აქტების, დებულებების, ინსტრუქციების, სხვა სახელმძღვანელო მასალებისა და დოკუმენტების მოთხოვნები, რომლებიც არეგულირებს ტვირთების გადაადგილებას საბაჟო ტერიტორიის შიგნით;
** დაიცვას საშვების გაცემის წესები და მოთხოვნები;
** შეამოწმოს განაცხადში მითითებული საკონტეინერო ტერმინალიდან გასატანი ტვირთის/ კონტეინერის სრული შესაბამისობა სატრანსპორტო საშუალებაზე ფაქტობრივად დატვირთულ ტვირთთან/კონტეინერთან;
** შეამოწმოს კონტეინერის ტექნიკური მდგომარეობა, პლომბების შესაბამისობა საწყობში კონტეინერის მიღებისა და საწყობიდან კონტეინერის გაცემის დროს;
** დაუყოვნებლივ აცნობოს საკონტეინერო ტერმინალის და საწყობის მენეჯერს, ცვლის უფროსს, კონტეინერის, პლომბების დაზიანების/შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, დამკვეთთან შესაბამისი აქტის შედგენის მიზნით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე mariam.kiladze@tbilisidryport.com.

გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 15 დეკემბერი

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია