დასახელება:
ფინანსური ანგარიშგების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯიპიაი ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგების მენეჯერის თანამდებობაზე.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (https://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (https://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
** კომპანიის ფინანსური ანგარიშების მომზადება;
** ყოველწლიური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** შიდა ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
** სააღრიცხვო პერიოდის დროულად და სწორად დახურვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია (ACCA) F1, F2, F3, F7 -ის ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფინანსური ანგარიშგების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 დეკემბერი.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
|
|
|
|