დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბიოქიმფარმი
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
"ბიოქიმფარმი" ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.biochimpharm.ge, ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/biochimpharm
კომპანია "ბიოქიმფარმი" აცხადებს კონკურსს მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლევან გოთუას 8
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** დამატებით ანაზღაურებად Day Off-ებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
** საბეჭდი მარკეტინგული მასალების დიზაინის შემუშავება ან/და რედაქტირება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად;
** სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა (მარკეტინგული მასალების შეკვეთა, ბიუჯეტის დათვლა, ფასთა კვლევა);
** ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
** გუნდის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ფლობა (მინიმუმ B2 დონე);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|