Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 400 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკანცელარიო ნივთების ზუსტად აღრიცხვის უზრუნველყოფა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯვითი ბიუჯეტის შედგენა, ხელმძღვანელთან შეთანხმება და მისი კონტროლი.
** მასზე დაქვემდებარებული მიმართულებით, კომპანიის კორპორატიული სერვისების მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ნებისმიერი პრობლემის დროულად აღმოფხვრა.
** თანამშრომლებისგან საკანცელარიო ნივთების შეკვეთების მიღება და შესაბამისი შესყიდვების წარმოება, საუკეთესო ფასის და ხარისხის გათვალისწინებით.
** ტრენინგების, თათბირების და სხვა შეხვედრების ორგანიზება შესაბამისი დროის, ადგილის და საჭირო აღჭურვილობის გათვალისწინებით.
** თანამშრომლებისთვის მივლინების ორგანიზება, საცხოვრებლის, მგზავრობის და კვების ხარჯის გათვალისწინებით.
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (ხელშეკრულებები, ბრძანებები და სხვა) მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა.
** ოფისში შემოსული სტუმრების დახვედრა, დაკვალიანება და შესაბამის პირებთან გადამისამართება.
** საჭიროების შემთხვევაში სტუმრების გამასპინძლება, სტუმრებისთვის ან/და პარტნიორებისთვის რესტორნის ან/და სასტუმროს დაჯავშნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია MS Office-ის ცოდნა.
** აუცილებელია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** კორპორატიულ ნომერს.
** ტრენინგებისა და კურსების დაფინანსებას საქმის საჭიროებიდან გამომდინარე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი

თუ ფიქრობთ, რომ ეს ვაკანსია სწორედ ისაა, რაშიც თქვენს თავს ხედავთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@magniti.ge და subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@magniti.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე