დასახელება:
ERP მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.
"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით. კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.
ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 450 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ERP მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საცალო ბაზების შექმნა და პოსტერმინალებზე დამატება შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით.
** დამატებითი მოწყობილობების მიერთება პროგრამულად (სკანერი, ფისკალური აპარატი, საბანკო ტერმინალები, სასწორები).
** პროგრამის მომხმარებლების მხრიდან წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (შესაძლოა განვიხილოთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი).
** MS Office პროგრამების ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს 1C ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილებით.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში მუშაობა.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr1@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject- ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
"მაგნიტი" გისურვებთ წარმატებას!
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@magniti.ge
|
|
|
|