დასახელება:
კომერციული დირექტორი
|
მომწოდებელი:
არტფარმა
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
"არტფარმა" დაარსდა 2014 წელს. საქართველოში წარმოადგენს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებს, როგორებიცაა - WALMARK, STADA Group, L`Occitane GROUP, GILBERT და სხვა. არაერთი ჯილდოს მფლობელი კომპანია აწარმოებს საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს ევროპიდან და ხელს უწყობს მათ დანერგვას საქართველოში. არტფარმას პორტფოლიოში წარმოდგენილია ევროპაში აპრობირებული და ყველაზე მოხმარებადი საკვები დანამატები: ვიტაფეროლი, ვიტრუმი, ვარიქსინალი და სხვა.
კომპანიის მიზანი მოიცავს ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნას და დამკვიდრებას საქართველოს ფარმაცევტულ და სილამაზის სფეროებში, ინოვაციებისა და სიახლეების განვითარების კუთხით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლვოვის #92
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 10:00-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მონიტორინგი;
** ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ, ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივის შესწავლა; რეპორტებისა და ბაზრის კვლევის მიხედვით კომერციული გადაწყვეტილებების მიღება;
** გაყიდვების გეგმის შედგენა და მის შესრულების შემუშავების სტრატეგია, სხვადასხვა გაყიდვების არხების მოძიება/დამატება; გაყიდვების ანალიტიკა;
** მარკეტინგული გეგმის ბიუჯეტირების დაგეგმარებაში მონაწილეობა. საკვანძო და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა.
** საცალო ქსელების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
** მარაგებისა და გადაადგილებების სწორი მექანიზმის შემუშავება და კონტროლი;
** გაყიდვების დეპარტამენტთან თანამშრომლობა, გეგმის განსაზღვრა შემოსავლების ჭრილში;
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის მონიტორინგი და ანალიტიკა;
** კვარტალური გეგმის განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
** კომერციულად ტექნიკური საკითხების მოგვარება და განვითარება
** კომპანიის ძირითადი მაჩვენებლების ბიუჯეტირება;
** კომერციული აქტივობების შესრულების მონიტორინგი ძირითადი მეტრიკების შესაბამისად და პერიოდული ანგარიშგება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსური მიმართულებით;
** ციფრული მარკეტინგის ზოგადი ცოდნა;
** ფინანსური გეგმის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** ბაზრის კვლევის პრინციპების ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხელმძღვანელ პოზიციაზე კომერციული მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ლიდერული თვისებები; დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის მართვის უნარები;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა; კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა; პროექტის მართვის უნარი;
** სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობიანი და პუნქტუალური.
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალ და მზარდ ანაზღაურებას;
** სოციალურ პაკეტს - კორპორაციული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯები; საცურაო აუზის ულიმიტო აბონემენტს (ფიტნესი და აუზი) და სხვა;
** სტაბილურ და მუშა გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს https://artpharma.ge/ და https://www.facebook.com/artpharma.ge/
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით ელექტრონულ მისამართზე vacancy@artpharma.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგის დირექტორი ".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|