დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე www.benefits.ge
მისამართი: ქ.თბილისი, გია ჭანტურიას 5
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი დისტანციურ რეჟიმში
ძირითადი მოვალეობები:
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** პრესრელიზების მომზადება;
** პროექტების ინიცირება/განხორციელება;
** კომპანიის ბრენდის ცნობადობის გაზრდა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მსგავს სფეროებში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გაცნობებთ, რომ "სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|