Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
შპს "ჯიაიჯი ჰოლდინგი" ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას, სამშენებლო მასალების წარმოებას და ა.შ ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სხვა სექტორებშიც, როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანია, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე შესყიდვების სამსახურში.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის", მის კომპეტენციაში შემავალი კატეგორიებისათვის, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების განხორციელება, მოთხოვნილი საქონლით/მომსახურებით სწრაფი, დროული და მომგებიანი მომარაგება და მომწოდებლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება; ორგანიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში აქტიური ჩართულობა და ხელშეწყობა.

კატეგორიების ჩამონათვალი:

საყოფაცხოვრებო, პროფესიონალური, პორტატიული ტექნიკა, საოფისე საქონელი, ინვენტარი, დასუფთავება, მარკეტინგი, სარეკლამო პროდუქცია/მომსახურება, სამედიცინო ინვენტარი, მედიკამენტები, შრომის უსაფრთხოების ინვენტარი, სპეც.ტანსაცმელი, გამწვანება, მცენარეები, ტრენინგი, ფინანსური, იურიდიული მომსახურება და სხვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დამკვეთისაგან მიღებულ განაცხადზე - საქონლის / მომსახურების პარამეტრების დადგენა (სრული დეტალიზირება) დამკვეთთან მჭიდრო კომუნიკაციით;
** მომწოდებლების მოძიება ადგილობრივ, ან გარე ბაზარზე;
** მომწოდებლების მიერ გამოგზავნილი ინვოისისა და განაცხადის მიხედვით ელექტრონულ პროგრამაში შესყიდვების ორდერის შექმნა;
** მჭიდრო კომუნიკაცია დამკვეთთან, მიმწოდებელთან და ფინანსურ სამსახურთან საქონლის/ მომსახურების მიღება - ჩაბარებამდე;
** გარკვეული სახეობის საქონლის/მომსახურების შესყიდვაზე მომწოდებელსა და დამკვეთს შორის ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება;
** საჭიროების შემთხვევაში დამკვეთის დახმარება ლოჯისტიკური სერვისის ორგანიზებაში;
** ახალი მომწოდებლების გაცნობა ბაზარზე და პირადი კომუნიკაციის დამყარება - შემდგომი თანამშრომლობისათვის;
** სამომავლო პოტენციური შესყიდვის პროექტთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების განფასების წარმოება;
** შესყიდვების ახალი პროგრამის დანერგვისათვის: ტექნიკური პროცესების ანალიტიკა, ბაზების შედგენა, დანერგვის პროცესის მანძილზე სრული ტექნიკური მხარდაჭერა;
** დეტალური ინფორმაციული სახის რეპორტი პოტენციურ და არსებულ მომწოდებლებზე, კატალოგის შექმნა და მუდმივი განახლება;
** მონაწილეობა ყოველწლიური ბიუჯეტის შედგენისას, კომპეტენციაში შემავალი კატეგორიებისათვის საქონლის/მომსახურების საორიენტაციო ფასების იდენტიფიცირებით;
** შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი თანხის დანაზოგების კვლევა, დინამიკაში დაკვირვება, რეპორტინგის წარმოება კონკრეტული მიმართულებით;
** შესყიდვების პროცესის დასრულების შემდგომ უკუკავშირის ანალიზი.

აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, საინჟინრო მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
** შესყიდვების საერთაშორისო პრაქტიკებისა და სტანდარტების ცოდნა;
** MS Office-ის პროფესიულ დონეზე ფლობა;
** "ERP" სისტემების პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** "1C" პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ფლობა.

სამუშო პირობები:

** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-19:30, ერთსაათიანი შესვენება.
** ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;
** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, Snap Fittness.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე. კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

განაცხადის ბმული: https://wkf.ms/4eraMZu

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ მეილზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ იმავე ელექტრონულ მისამართზე.

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე