დასახელება:
სერვისის აღრიცხვის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში სერვისის აღრიცხვის ოპერატორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** აღრიცხო სერვის-ცენტრში ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და სარემონტო სამუშაოები;
** დაათვალიერო სატრანსპორტო საშუალება და აწარმოო დეფექტაცია;
** ჩაერთო საჭირო დეტალებისა და მასალების მომარაგებაში;
** უშუალო ხელმძღვანელს ოპერატიულად მიაწოდო ინფორმაცია მომხმარებლის უკუკავშირის შესახებ.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** არგუმენტირებულად საუბრის უნარი;
** ორგანიზებულობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** ფლობ კომპიუტერულ პროგრამებს;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საავტომობილო სფეროს საბაზისო ცოდნა.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
"თეგეტაში" დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1512
"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|