Робота для біженців з України
თარჯიმანი, სინქრონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თარჯიმანი, სინქრონისტი
მომწოდებელი: M.K Incorporation
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ "M.K Incorporation" თანამშრომლობის მიზნით იწვევს სინქრონისტებს შემდგომ ენებში:

** ინგლისური
** რუსული
** გერმანული
** აზერბაიჯანული
** თურქული
** სომხური
** ირანული
** არაბული
** ივრითული

მოთხოვნები:

** ქართული და უცხო ენის ცოდნა, გრამატიკის, მართლწერისა და პუნქტუაციის ჩათვლით.
** დიპლომის ან/და სერტიფიკატის (C1, C2) ფლობა.
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** დეტალებისადმი ყურადღება
** დროის მენეჯმენტის უნარი
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** თვითგანვითარების სურვილი

კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს 2 ეტაპად:

1) რეზიუმეების გადარჩევა
2) გასაუბრება

ანაზღაურების ტარიფი განისაზღვრება გამოცდილებისა და გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით.

თუკი თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოხსენებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე - mksincorporation@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ენა, რომელი ენის სინქრონისტიც ბრძანდებით. მაგალითად: ზეპირის შემთხვევაში - ივრითული ენის თარჯიმანი/სინქრონისტი.

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე