Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
შპს "ელვარე" (https://elvare.ge/) აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე.

კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ?

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორატიულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);
** ანაზღაურება: 3 თვის მანძილზე - 1000 ლარი; შემდეგ - 1200 ლარი;
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი; ლერმონტოვის ქუჩა №135.

რას გააკეთებ?

** წარმოებული პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროგრამაში (1C) ასახვა;
** ზედნადების საფუძველზე შემოსავლის ორდერის გაკეთება;
** შეკვეთების დარეგისტრირება პროგრამაში/ინვოისის მომზადება;
** გაყიდვების ობიექტების მიხედვით პროგრამულად გადაადგილებების გაკეთება და ზედნადებების გაწერა;
** შეკვეთებში შეტანილ ცვლილებებზე გაყიდვების ობიექტების მყისიერი ინფორმირება;
** გაყიდვების ობიექტებისთვის პროდუქციის მარაგებზე/მეტრაჟებზე ინფორმაციის მიწოდება;
** დაკომპლექტებული/დასაკომპლექტებელი პროდუქციის დარეზერვება;
** საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა;
** გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** MS Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;

სასურველია:

** 1C სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

გეძებთ შენ, თუ გაქვს:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტაციის უნარი;
** ხართ ორგანიზებული და პუნქტუალური.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე:

ელ-ფოსტის მისამართზე: a.maisuradze@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: https://elvare.ge/

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე