დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
მეტროპოლ მენეჯმენტ
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
"მეტროპოლ მენეჯმენტი" - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს - გუნდი, რომელიც ჩაიფიქრე
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვება/ლანჩი
სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 40 საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მიზნებსა და სტრატეგიული ამოცანების ფორმირებაში ჩართულობა
** პერსონალის რეკრუტირების სრული პროცესის მართვა;
** კომპანიაში ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის/ადაპტაციის პროცესის წარმართვა კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
** თანამშრომელთა სწავლების/ტრენინგების პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულობა;
** ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა და დაგეგმვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან ერთად;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემების დანერგვა
** თანამშრომელთა შიდა საკომუნიკაციო სისტემის ხელშეწყობა/გაუმჯობესება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების შემუშავება;
** HR პროექტების, ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;
** სხვადასხვა კორპორაციული ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება
** თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა და მონაცემთა ბაზის პერიოდული განახლება
** პერსონალის შვებულებების, მივლინებების და გაცდენილი დღეების ადმინისტრირება კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად
** თანამშრომელთა დაზღვევის და სხვა ბენეფიტების აღრიცხვა/ადმინისტრირება;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის/ხელშეკრულებების შედგენა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტაცია და ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დროის სწორი მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|