დასახელება:
ბიზნეს პროცესების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მეტროპოლ მენეჯმენტ
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
"მეტროპოლ მენეჯმენტი" - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს - გუნდი, რომელიც ჩაიფიქრე
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვება/ლანჩი
სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 40 საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში იმპლემენტირებული ბიზნეს პროცესების მონიტორინგი
** ბიზნეს პროცესების ანალიტიკა, ეფექტურობის შეფასება
** ანალიტიკაზე დაფუძნებული ცვლილებების დაინიცირება/ბიზნეს პროცესების მოდიფიცირება
** კომპანიაში მიმდინარე პროცესებთან/პროექტებთან დაკავშირებული ახალი პროცედურების შექმნაში მონაწილეობის მიღება
** ახალი ბიზნეს პროცესების იმპლემენტირების პროცესში ჩართულობა
** ბიზნეს პროცესების დიაგრამების აგება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტაცია და ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დროის სწორი მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბიზნეს პროცესების მართვის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|