დასახელება:
გენერალური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო პურის მოედანი
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
ძველი თბილისის შუაგულში მდებარე, 17 ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო "Puris Moedani Hotel Tbilisi" სტუმარ-მასპინძლობის ჰოლდინგის Marco Polo Group Hospitality-ს წევრია.
"Puris Moedani Hotel Tbilisi" აცხადებს გენერალური მენეჯერის ვაკანსიას.
დაქვემდებარება: კომპანიის დამფუძნებლებთან
სამუშაო ადგილი: თბილისი, პურის მოედანი, #1 #2
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა, სამუშაო პროცესების უხარვეზოდ მიმდინარეობის უზრუნველყოფა
** სასტუმროს გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება პასუხისმგებელ პირებთან ერთად
** თითოეული დეპარტამენტის სამუშაო პროცესების მონიტორინგი, თანამშრომელთა შედეგების შეფასება და უკუკავშირის გაზიარება
** სასტუმროს დეპარტამენტების სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და მოდიფიკაცია საჭიროებისამებრ
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარება თითოეულ თანამშრომელთან, სტუმართან, მომწოდებლებთან და სასტუმროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან
** სასტუმროს შემოსავლისა და ფინანსური მოგების ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო პროცესების მართვა თითოეული დეპარტამენტის კუთხით; შემოსავლებისა და მოგების დაგეგმილი ბიუჯეტის გადაჭარბება/გაუმჯობესება; ხარჯების ოპტიმალური მართვის უზრუნველყოფა
** სასტუმროს სერვისებისა და პროდუქტის ხარისხის კონტროლი, სტუმართა კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა
** ახალი ტიპის სერვისებისა და პროდუქტების შექმნაზე ზრუნვა, სათანადო პროექტების ინიცირება
** სტუმართა საჭიროებების კვლევა, საჩივრების მართვა და მათი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის საჭირო სიახლეების შემუშავება
** ახალი თანამშრომლების დასაქმების პროცესში ჩართულობა, შერჩევისა და ონბორდინგის ეტაპებზე
** თანამშრომელთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა, საჭიროებების კვლევა მათთვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კუთხით
** ბიუჯეტირება, ფინანსური პროგნოზებისა და შედეგების ანალიზი შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ხარჯების კონტროლი და ფინანსური მაჩვენებლების ოპტიმიზაციისთვის საჭირო პროექტების ინიცირება; ფინანსური ანგარიშების (რეპორტების) დროული მიღება/დამუშავება/წარდგენა, მათი განხილვა ფინანსური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად
** საოპერაციო ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი სახელფასო, F&B, კომუნალური თუ სხვა ტიპის ხარჯების გათვალისწინებით
** ობიექტის მუდმივი ზედამხედველობა/ინსპექტირება და სათანადო ანგარიშების მომზადება/გაზიარება კომპანიის მმართველ გუნდსა და მფლობელებთან; თითოეული დეპარტამენტის სისტემატური აღწერებისა და ინვენტარიზაციის პროცესის ზედამხედველობა და პროცესში მონაწილეობა
** საოპერაციო KPI-ების მიღწევა/გაუმჯობესება, მათ შორის და არამარტო: სასტუმროს დატვირთულობის მაჩვენებელი, საშუალო დღიური ფასი და შემოსავალის სხვა მაჩვენებლები (ADR, RevPar, Extra Charge per Guest და სხვა)
** სასტუმროს რეპუტაციული, ფინანსური და სტუმართა ზოგადი კმაყოფილების მაჩვენებლების გაუმჯობესების უზრუნველყოფა; დადგენილი KPI-ების მიღწევა/გაუმჯობესება; სტუმართა უკუკავშირისა და ონლაინ შეფასებების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა/შენარჩუნება/გაუმჯობესება, თანამშრომელთა ჩართულობისა და მათი შენარჩუნების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა/შენარჩუნება/გაუმჯობესება; სოციალური საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება და სათანადო ინიციატივების/პროექტების დასახვა
** სასტუმროს მარკეტინგული საჭიროებების კვლევა და სათანადო პროექტების ინიცირება, რეპუტაციული იმიჯის გაუმჯობესებისა და გაყიდვების ზრდის კუთხით
** სასტუმროს წარდგენა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, საჭიროებისამებრ
** ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების) ნორმების მონიტორინგი, სასტუმროს მეთვალყურეობა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სათანადო რეაგირება საჭიროების შემთხვევაში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი დასახელება: "პურის მოედნის გენერალური მენეჯერი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|