დასახელება:
უფროსი იურისტი
|
მომწოდებელი:
საქართველოს რკინიგზა
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
|
თანდართული ფაილი:
516179_application_form_1414777.zip
|
"საქართველოს რკინიგზა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი იურიდიული, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
** სამუშაო გამოცდილება: იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათგან არანაკლებ 1 წელი სასამართლოში წარმომადგენლობა.
აუცილებელი ცოდნა:
** სამოქალაქო, შრომითი და ადმინისტრაციული კანონმდებლობა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე-კომპიუტერული პროგრამები (Word, Excel)
სხვა: რუსული ენის ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
(რა ფუნქციებს ასრულებს ეს თანამდებობა და რა მოვალეობები აკისრია ამ თანამდებობას)
** სამსახურში წარმოდგენილი დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი;
** სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციების გაწევა და საჭიროებისამებრ იურიდიული დასკვნების მომზადება;
** სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამსახურის უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში, სამართალდამცავ და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, მესამე პირებთან ურთიერთობებში და მოლაპარაკებებში;
** სამსახურის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ) მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში მათი წარდგენა სასამართლოში;
** სასამართლოში წარმომადგენლობის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვა და მოპოვება;
** სასამართლოს/ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება;
** საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი;
** კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, კომპანიის რისკების განსაზღვრა;
** დადგენილებების, ხელშეკრულებების, წერილების პროექტების მომზადება, აღსრულების მიზნით, თანმდევი პროცედურების მონიტორინგი;
** ინსტრუქციების, წესების და კომპანიის სხვა შიდა კორპორატიული აქტების პროექტების შემუშავება, მათში ცვლილებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
** სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა კომისიებში მონაწილეობის მიღება;
** სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება, სამსახურის საქმიანობის ანალიზი;
** კომპანიის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის სააღრიცხვო-საძიებო პროგრამის მართვა და ადმინისტრირება.
სამუშაო რეჟიმი - 5 დღიანი
ანაზღაურება - 2850.00 ლარი
აპლიკაციები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@railway.ge
|
|
|
|