Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე ბუღალტრული აღრიცხვების განყოფილებაში.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საბუღალტრო, ეკონომიკური, ფინანსების მიმართულება) - მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
** საბუღალტრო პროგრამა "ORIS"-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Office, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს გავლილი ACCA-ის ერთი წიგნი მაინც;
** სასურველია, ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;

ძირითადი ფუნქციები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა/მიღება/შემოწმება/არქივირება;
** ბუღალტრული გატარების შესრულება და საბუღალტრო პროგრამაში დროული ასახვა;
** მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეყვანა;
** გადარიცხვების წარმოება;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება პროგრამაში.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 12.12.2024-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე