Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰოლდინგური კომპანია
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
ჰოლდინგური კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომპანიის მიზნების გაზიარება და მის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა.
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი, დისციპლინირებულობა;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.

მოვალეობები:

** კადრების მოძიება კომპანიის სხვადასხვა პოზიციებისთვის, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება და შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
** გასაუბრებების ჩატარება;
** თანამშრომლებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი/კონტროლი;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, საჭირო საბუთების მიღება, გადამოწმება, ფაილინგი, მონიტორინგი;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;
** ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
** სხვადასხვა ბრძანებების მომზადება (გაფრთხილება, გათავისუფლება, ა.შ.)
** კუთვნილი შვებულებების გეგმა-გრაფიკის შედგენა, საპატიო მიზეზის გამო სამსახურის გაცდენის ფაქტების აღრიცხვა;
** ხელმძღვანელის მიერ, პოზიციისა და კომპეტენციიდან შესაბამისობაში, საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** რეპორტინგი ჰოლდინგის დამფუძნებელთან

სამუშაო ლოკაცია: აბანოთუბანი, გრიშაშვილის 11
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
პირობები/ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: tk@cpg.ge სათაურის ველში მიუთითეთ "ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე