Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: მონოლით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
დეველოპერული-სამშენებლო კომპანია "მონოლით ჯგუფი" 11 წელია ოპერირებს ქართულ სამშენებლო და უძრავი ქონების ბაზარზე და ამ პერიოდის განმავლობაში შეძელო თავის დამკვიდრება, როგორც სანდო, სტაბილურმა და სწრაფად მზარდმა კომპანიამ. დღეს ჩვენს პორტფოლიოშია წარმატებით განხორციელებული 13 პროექტი და შესაბამისად რამდენიმე ათასი ბედნიერი ოჯახი, რომლებიც ჩვენი მობინადრეები არიან.

ამჟამად ვეძებთ არქიტექტორს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარიდან 2500 ლარამდე (NET)

ძირითადი ფუნქციები:

** არქიტექტურული პროექტების დეტალური რევიზია;
** არქიტექტურული პროექტების შექმნის პროცესში სხვადასხვა საკითხების შეთანხმება და კოორდინაცია მხარეებს შორის (დამკვეთი, არქიტექტურული კომპანია, კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, დენდროლოგი, ინჟინერი და ა.შ.);
** პროექტის შესაბამისად შიდა და გარე დიზაინების მომზადებაში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა გეგმარების კორექტირება;
** პროექტის შესათანხმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ნებართვის გამცემ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტები და შეთანხმებულ პროექტთან სამუშაოების შესაბამისობის დადგენა-რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი არქიტექტურული განათლება; (შესაძლოა იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** ARCHICAD-ს მაღალ დონეზე ცოდნა;
** მრავალბინიან არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@monolith.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "არქიტექტორი".

"მონოლით ჯგუფისთვის" მიუღებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, როგორც კანდიდატების კვალიფიკაციის განხილვის, ასევე შრომითი ურთიერთობის ეტაპზე.

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@monolith.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე