"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობთ.
"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...
ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, გორგილაძის #88
სამუშაო გრაფიკი: დღეში 7 სთ (10:00-18:00 ან 14:00-22:00)
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი
მოვალეობები:
** ობიექტის გახსნა-დაკეტვის დროს დასწრება;
** თანამშრომლების შემოწმება ობიექტზე გამოცხადებისას და გასვლისას;
** აკრძალული ნივთების შემოტანის მეთვალყურეობა;
** კონფლიქტური სიტუაციის დროს დაცვის სამსახურთან კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალების მიმართ ყურადღება, ორგანიზებულობა და აკურატულობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ მზად ხართ, იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი".
|