Робота для біженців з України
პრაქტიკული მასტერკლასი ბუღალტერიასა და ფინანსებში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრაქტიკული მასტერკლასი ბუღალტერიასა და ფინანსებში
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
"პრაქტიკული მასტერკლასი ბუღალტერიასა და ფინანსებში" ორ თვიანი პრაქტიკული ტრენინგების კურსი დამწყები ბუღალტრებისთვის

კურსის მიზანია ფინანსებსა და ბუღალტერიაში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლება, პრაქტიკულ ქეისებზე დაყრდნობით.

კურსი ინტერაქციულია და ითვალისინებს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას. მონაწილეებს საშუალება ექნებათ მენტორთან/ტრენერთან ერთად მსჯელობისა და დისკუსიის რეჟიმში განიხილონ საერთო თუ ინდივიდუალური პრაქტიკული ქეისები და მოახდინონ აქტუალური ფინანსური და ბუღალტრული საკითხების ანალიზი.

** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები;
** ბუღალტრული ანგარიშების არსი;
** საგადასახადო კოდექსის განმარტებები;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
** დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) აღრიცხვა;
** მოკლევადიანი მოთხოვნების აღრიცხვა;
** მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
** გრძელვადიანი ვალდებულებები
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
** საგადასახადო ვალდებულებები;
** დეკლარაციების შევსება;
** RS-ზე ინფორმაციის დამუშავება;
** ინვესტიციების აღრიცხვა;
** საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
** ბუღალტრული ბალანსი;
** ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება;
** ანგარიშგება ფულადი ნაკადების შესახებ;
** 1C ბუღალტერიის შესწავლა;
** ჩამოთვლილი თემების ფარგლებში, კურსის მონაწილეები გაეცნობიან რეალურ პრაქტიკებსა და სპეციფიკებს, მიმოიხილავენ კონკრეტულ ქეისებს და იმუშავებენ სხვადასხვა სახის შაბლონებსა თუ ინსტრუმენტებში და პრაქტიკულად გასწავლით თუ როგორ უნდა გააკეთოთ საცდელი ბალანსიდან მოგება/ზარალი, ბალანსი, კაპიტალის მოძრაობის უწყისი, cash-flow.

"AACC" ბიზნეს პროცესების აუთსორსული კომპანიია, რომელიც წარმატებულად ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე და დღეის მდგომარეობით 135 კლიენტს/კომპანიას ემსახურება როგორც როგორც ბუღალტრული და ფინანსური, ასევე, HRM, იურიდიული, IT და ERP დეველოპმენტის მიმართულებებით | გაიგეთ მეტი კომპანია AACC-ის შესახებ

სწორედ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ და ჩვენი მეთოდოლოგია სრულად ეფუძნება კომპანია AACC-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ საკითხებს.

თუ კი დამწყებ პოზიციაზე მუშაობთ, ან მომავალში აპირებთ ბუღალტერიაში დასაქმებას ეს კურსი სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!

** კურსის მთავარი ტრენერი - აუდიტორი ქეთევან კერვალიშვილი:
** ფინანსებსა და ბუღალტერიაში 15+ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** F1, F2, F3, F4, F5, F6, F7, F8, F9, P1, P2, P3, P4, P7 - სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაცია (ACCA).

დეტალები კურსის თაობაზე:

** კურსის ხანგრძლივობა: ორი თვე - 30 საათი
** დასაწყისი 25 ნოემბერს. სესიები ჩატარდება კვირაში ორჯერ (ორშაბათსა და ოთხშაბათს 19:00 - 21:00 საათებში)
** ლოკაცია: ბიზნეს ცენტრი "ტერმინალი, " აღმაშენებლის გამზირი #73 (მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ);
** კურსის ფორმატი: პირისპირი;
** კურსის ღირებულება: 750 ლარი (გადახდა შესაძლებელია სრული დაფარვით, ორ ნაწილად ან სამ ნაწილად);
** მოქმედი სტუდენტები ისარგებლებენ 10% იანი ფასდაკლებით;
** კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი;
** ეს კურსი იქნება ერთგვარი კარიერული გიდი ბუღალტერიის დარგში;
** ამ ნაკადში მოხვდება მხოლოდ 12 (თორმეტი) მსმენელი, ადგილები შეზღუდულია.

წარმატებულ მონაწილეებს კომპანია გაუკეთებს შეთავაზებას ბუღალტერიისა და ფინანსების მიმართულებით დასაქმების კუთხით AACC-სა და პარტნიორი კომპანიების მასშტაბით.

მეტი დეტალი კურსის თაობაზე: https://shorturl.at/VePGR
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 72 10 40 / 0322 50 20 21.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია აქ - https://shorturl.at/UdIrJ.

კომპანია "AACC" გისურვებთ წარმატებას და ნაყოფიერ სატრენინგო-სამუშაო პროცესს,
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე