დასახელება:
ფინანსური ანგარიშგების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ვიქტორია 98
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
შპს "ვიქტორია 98" საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Kenzo, Roy Robson, Van Laack, Daniel Hechter, Fynch Hatton, Hiltl, Seiden Sticker. აღნიშნული ბრენდები დღეს უკვე წარმოდგენილია ჩვენს მულტი-ბრენდ მაღაზიაში: "ჯენტლმენი" და "გარდერობი" თბილისსა და ბათუმში.
"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ერმენეჯილდო ზენია", "ჰუგო ბოსი" და "პოლ & შარკი".
ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.
შპს `ვიქტორია-98` აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი ცვლადი (კვირაში 1 დღე დასვენება);
ანაზღაურება: 5000 ლარი (კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად)
ფინანსური ანგარიშგების სპეციალისტი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული და ფინანსური ინფორმაციის ანალიზი და რეპორტინგი;
** ფინანსური ანგარიშგებების აწყობა ბუღალტრული ინფორმაციიდან (ბალანსი, ფულის მოძრაობა, მოგება-ზარალი და ა.შ.)
** არსებული სესხების მიზნობრიობის დეტალური ანალიზი და ანგარიშგებების მომზადება საკრედიტო ორგანიზაციებთან;
** საკრედიტო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.
** ფინანსური ფორმების სტანდარტიზება და რეპორტინგის სისტემის აწყობა;
** ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე მხარდაჭერა ფინანსურ საკითხებზე (საჭირო ფორმების მომზადება, ფინანსური მოდელების დამუშავება.
სავალდებულო მოთხოვნები:
** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით (MBA/CFA)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; (სასურველია Power BI, SQL პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება)
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტაცია და ანალიტიკური აზროვნება
** ორგანიზებულობა, დროის სწორი მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|