Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=596792&print=yes&view=jobs
 
პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** კომპანიის პროექტების დაგეგმვა და აღსრულების მონიტორინგი პროექტების მართვის პოლიტიკის, პროცესების და საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით;
** პროექტის წარმატებით შეფასებისთვის გაზომვადი საზომების დადგენა პროექტის გუნდთან ერთად;
** პროექტების ჩაშლა ქვაკუთხედებად და გაზომვადი შედეგების დადგენა განხორციელების ეტაპებზე;
** პროექტის თანმიმდევრულად, დადგენილი სტანდარტების და მეთოდოლოგიების შესაბამისად განხორციელების უზრუნველყოფა;
** პროექტების მუდმივი მონიტორინგი პროექტის მიზნებთან, ამოცანებთან, ვადებთან და მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
** პროექტების ხედვის, მიზნებისა და ამოცანების დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმება პროექტის მფლობელებთან ერთად;
** პროექტების რისკების გამოვლენა, გადაჭრის გზების დაგეგმვა და პრობლემის დროული ესკალირება მენეჯმენტთან, საჭიროებისამებრ;
** პროექტების შედეგების მონიტორინგი და კვარტალური ანგარიშგებების წარმოება დაინტერესებულ მხარეებთან ძირითადი საზომების მიხედვით;
** პროექტის გუნდების და IT გუნდების სამუშაოების კოორდინაცია;
** ბიზნეს და IT გუნდების ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
** სხვა პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში);
** პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Excel-ის სრულყოფილ დონეზე ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ პროფესიონალურ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერილობითი უნარი;
** PMP (Project Management Professional) სერტიფიცირება ან პროექტების მართვის სიღრმისეული კურსის გავლა (მაგ. Master`s Certificate in Project Management) ჩაითვლება უპირატესობად;
** Agile/Scrum მეთოდოლოგიით პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Project და Azure Devops პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პროექტების მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 13 დეკემბერი.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია