დასახელება:
ბიზნეს პროცესების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯიპიაი ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების მენეჯერის თანამდებობაზე.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (/www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
** ბიზნეს პროცესების გაწერა, ფორმალიზება, შესრულების მონიტორინგი, ოპტიმიზაციის გზების გამოვლენა და დანერგვა;
** ბიზნეს პროცესების დამხმარე დოკუმენტაციის, სტანდარტების, გაიდლაინების, პოლიტიკების შემუშავება პროცესის მფლობელებთან ერთად;
** ბიზნეს პროცესების მოთხოვნების, მათ შორის მათი ხარჯთეფექტურობის მონიტორინგის დროს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების წარმოდგენა და პროცესის მფლობელებთან ერთად აღმოფხვრაზე მუშაობა;
** პროცესების მეთოდოლოგიის და ერთიანი სტანდარტის შემუშავება/დანერგვა ორგანიზაციულ ერთეულებში;
** სხვა პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** სრული უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა: შიდა აუდიტი, ხარისხის მართვა, პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია);
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge.
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბიზნეს პროცესების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 11 დეკემბერი.
"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
|
|
|
|