Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=596776&print=yes&view=jobs
 
კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოორდინატორი
მომწოდებელი: ინოვა ინ ვიტრო
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
სამედიცინო კომპანია "ინოვა ინ ვიტრო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კოორდინატორი.

სამუშაო ადგილი: საბურთალო, ზ. ანჯაფარიძის II შეს. N 6;
სამუშაო გრაფიკი: კვირის განმავლობაში არაუმეტეს 40 საათი
ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა;
** ონლაინ დახმარების გაწევა;
** შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების დადგენილ ვადებში შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: Ejobava@innovainvitro.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კოორდინატორი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია