Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: AGARANI Estate
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
სასტუმრო AGARANI Estate - რეზორტული ტიპის მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსი წარმოდგენილი 56 სხვადასხვა კატეგორიის ოთახით, რესტორნით, საკონფერენციო დარბაზებით, ღია აუზით, ღვინის მუზეუმით, სარეკრეაციო ზონებით და შესანიშნავი ხედებით კავკასიონსა და ალაზნის ველზე.

სასტუმრო განთავსებულია თელავის რაიონში, სოფ. რუისპირის ყველაზე მაღალ წერტილზე, საიდანაც იშლება თვალწარმტაცი ხედები ალაზნის ველსა და კავკასიონის ქედზე. კომპლექსი გამოირჩევა მისი ექსკლუზიური, ავთენტური დიზაინითა და კონცეფციით, რომელიც უკავშირდება როგორც თანამედროვე, ასევე ძველ კახურ არქიტექტურასა და ინსპირაციებს. ობიექტი, მისი მაღალი კლასიდან გამომდინარე, გათვლილია საშუალო და მაღალ სეგმენტებზე, ასევე ტურისტულ ჯგუფებსა და კორპორატიულ წვეულებებზე, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებიდან. სასტუმრო მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც იძლევა საშუალებას უმასპინძლოს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის ღონისძიებებს. ამასთანავე, რეზორტული ტიპის კომპლექსი და მისი ლოკაცია, რომელიც მდებარეობს თბილისიდან 1 სთ ის მანძილზე, საშუალებას მისცემს ადგილობრივ დამსვენებლებს გაატარონ ვიქენდი მაღალი კლასის მომსახურებით განსხვავებულ გარემოში. სასტუმრო იდეალურია საქორწინო ცერემონიებისთვის, სადაც წყვილები ექსკლუზიურ გარემოში მიიღებენ უმაღლესი კლასის მომსახურებას, რაც მათთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს გახდის დასამახსოვრებელს და გამორჩეულს.
სასტუმროში წარმოდგენილი რესტორანი სტუმრებს შესთავაზებს კახური ტრადიციების მიხედვით გაცოცხლებული ძველი კახური კერძების სინთეზს თანამედროვეობასთან. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსდება მაღალი კლასის ვილები თავისი ვენახებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც მომხმარებელს მისცემს სრულ საშუალებას განახორციელონ ინვესტიცია ლოკაციაზე, სადაც ყველაფერია მათი კომფორტისა და დასვენებისთვის.

სასტუმრო ამ ეტაპზე არის Pre-Opening ფაზაში და მისი გახსნა იგეგმება 2025 წლის გაზაფხულზე.

ლოკაცია: თბილისი - თელავი (რუისპირი), კახეთი

სასტუმრო AGARANI Estate აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაამყაროს კარგი ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან;
** კლიენტებს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარებათ ნომრების შესყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში;
** იმუშაოს კლიენტებთან შექმნილი ურთიერთობის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე;
** საკონტაქტო პირებს დროულად და პროფესიონალურად მიაწოდოს ინფორმაცია სასტუმროსთან დაკავშირებით;
** სისტემატურად და რეგულარულად გაყიდვების ვიზიტების და სატელეფონო ზარების განხორციელება არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან. მუდმივად განაახლოს საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია;
** დაამყაროს და შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ტურისტულ სააგენტოებთან და სხვა მსგავს სააგენტოებთან კლიენტების მოზიდვის მიზნით;
** მონაწილეობა მიიღოს გაყიდვებთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში ისევე, რათა მაქსიმალურად გაზარდოს სასტუმროს გაყიდვების შესაძლებლობები;
** პასუხისმგებელია კომპანიის ყველა სასტუმროს ნომრის გაყიდვებზე, შემოსავლების დაგეგმვაზე, გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე;
** შეიმუშაოს გაყიდვების წლიური გეგმა და უზრუნველყოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ დადგენილი შემოსავლების და მოგების გენერირება;
** შესაბამის განყოფილებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სტუმართა ჯგუფების, შეხვედრების და სხვა საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ;
** კომპანიის სახელით მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებში, გამოფენებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა და ნებისმიერი სახის ინფორმაციის სათანადოდ გადაცემის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
** მივლინებებში წასვლის სურვილი და შესაძლებლობა

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@hscgroup.ge & welcome@villagodoly.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ვილა გოდოლმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე