Робота для біженців з України
გენერალური მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: AGARANI Estate
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
სასტუმრო AGARANI Estate - რეზორტული ტიპის მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსი წარმოდგენილი 56 სხვადასხვა კატეგორიის ოთახით, რესტორნით, საკონფერენციო დარბაზებით, ღია აუზით, ღვინის მუზეუმით, სარეკრეაციო ზონებით და შესანიშნავი ხედებით კავკასიონსა და ალაზნის ველზე.

სასტუმრო განთავსებულია თელავის რაიონში, სოფ. რუისპირის ყველაზე მაღალ წერტილზე, საიდანაც იშლება თვალწარმტაცი ხედები ალაზნის ველსა და კავკასიონის ქედზე. კომპლექსი გამოირჩევა მისი ექსკლუზიური, ავთენტური დიზაინითა და კონცეფციით, რომელიც უკავშირდება როგორც თანამედროვე, ასევე ძველ კახურ არქიტექტურასა და ინსპირაციებს. ობიექტი, მისი მაღალი კლასიდან გამომდინარე, გათვლილია საშუალო და მაღალ სეგმენტებზე, ასევე ტურისტულ ჯგუფებსა და კორპორატიულ წვეულებებზე, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებიდან. სასტუმრო მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც იძლევა საშუალებას უმასპინძლოს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის ღონისძიებებს. ამასთანავე, რეზორტული ტიპის კომპლექსი და მისი ლოკაცია, რომელიც მდებარეობს თბილისიდან 1 სთ ის მანძილზე, საშუალებას მისცემს ადგილობრივ დამსვენებლებს გაატარონ ვიქენდი მაღალი კლასის მომსახურებით განსხვავებულ გარემოში. სასტუმრო იდეალურია საქორწინო ცერემონიებისთვის, სადაც წყვილები ექსკლუზიურ გარემოში მიიღებენ უმაღლესი კლასის მომსახურებას, რაც მათთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს გახდის დასამახსოვრებელს და გამორჩეულს.
სასტუმროში წარმოდგენილი რესტორანი სტუმრებს შესთავაზებს კახური ტრადიციების მიხედვით გაცოცხლებული ძველი კახური კერძების სინთეზს თანამედროვეობასთან. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსდება მაღალი კლასის ვილები თავისი ვენახებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც მომხმარებელს მისცემს სრულ საშუალებას განახორციელონ ინვესტიცია ლოკაციაზე, სადაც ყველაფერია მათი კომფორტისა და დასვენებისთვის.

სასტუმრო ამ ეტაპზე არის Pre-Opening ფაზაში და მისი გახსნა იგეგმება 2025 წლის გაზაფხულზე.

ლოკაცია: თელავი (რუისპირი), კახეთი

სასტუმრო AGARANI Estate აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** სასტუმროს ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა, სამუშაო პროცესების უხარვეზოდ მიმდინარეობის უზრუნველყოფა
** ასტუმროს გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება პასუხისმგებელ პირებთან ერთად
** თითოეული დეპარტამენტის სამუშაო პროცესების მონიტორინგი, თანამშრომელთა შედეგების შეფასება და უკუკავშირის გაზიარება
** სასტუმროს დეპარტამენტების სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და მოდიფიკაცია საჭიროებისამებრ
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარება თითოეულ თანამშრომელთან, სტუმართან, მომწოდებლებთან და სასტუმროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან
** სასტუმროს შემოსავლისა და ფინანსური მოგების ზრდაზე ორიენტირებული ** სამუშაო პროცესების მართვა თითოეული დეპარტამენტის კუთხით;
** შემოსავლებისა და მოგების დაგეგმილი ბიუჯეტის გადაჭარბება/გაუმჯობესება;
** ხარჯების ოპტიმალური მართვის უზრუნველყოფა
** სასტუმროს სერვისებისა და პროდუქტის ხარისხის კონტროლი, სტუმართა კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა
** ახალი ტიპის სერვისებისა და პროდუქტების შექმნაზე ზრუნვა, სათანადო პროექტების ინიცირება
** სტუმართა საჭიროებების კვლევა, საჩივრების მართვა და მათი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის საჭირო სიახლეების შემუშავება
** ახალი თანამშრომლების დასაქმების პროცესში ჩართულობა, შერჩევისა და ონბორდინგის ეტაპებზე
** თანამშრომელთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა, საჭიროებების კვლევა მათთვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კუთხით
** ბიუჯეტირება, ფინანსური პროგნოზებისა და შედეგების ანალიზი შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ხარჯების კონტროლი და ფინანსური მაჩვენებლების ოპტიმიზაციისთვის საჭირო პროექტების ინიცირება; ფინანსური ანგარიშების (რეპორტების) დროული მიღება/დამუშავება/წარდგენა, მათი განხილვა ფინანსური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად
** საოპერაციო ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი სახელფასო, F&B, კომუნალური თუ სხვა ტიპის ხარჯების გათვალისწინებით
** ობიექტის მუდმივი ზედამხედველობა/ინსპექტირება და სათანადო ანგარიშების მომზადება/გაზიარება კომპანიის მმართველ გუნდსა და მფლობელებთან;
** თითოეული დეპარტამენტის სისტემატური აღწერებისა და ინვენტარიზაციის პროცესის ზედამხედველობა და პროცესში მონაწილეობა
** საოპერაციო KPI-ების მიღწევა/გაუმჯობესება, მათ შორის და არამარტო: სასტუმროს დატვირთულობის მაჩვენებელი, საშუალო დღიური ფასი და შემოსავლის სხვა მაჩვენებლები (ADR, RevPar, Extra Charge per Guest და სხვა)
** სასტუმროს რეპუტაციული, ფინანსური და სტუმართა ზოგადი კმაყოფილების მაჩვენებლების გაუმჯობესების უზრუნველყოფა; დადგენილი KPI-ების მიღწევა/გაუმჯობესება; სტუმართა უკუკავშირისა და ონლაინ შეფასებების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა/შენარჩუნება/გაუმჯობესება, თანამშრომელთა ჩართულობისა და მათი შენარჩუნების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა/შენარჩუნება/გაუმჯობესება; ** სოციალური საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება და სათანადო ინიციატივების/პროექტების დასახვა
** სასტუმრო მარკეტინგული საჭიროებების კვლევა და სათანადო პროექტების ინიცირება, რეპუტაციული იმიჯის გაუმჯობესებისა და გაყიდვების ზრდის კუთხით
** სასტუმრო წარდგენა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, საჭიროებისამებრ
** ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების) ნორმების მონიტორინგი, სასტუმროს მეთვალყურეობა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სათანადო რეაგირება საჭიროების შემთხვევაში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@hscgroup.ge; welcome@villagodoly.ge; hr@agarani.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ვილა გოდოლმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე