დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
ტრანსიბერია
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
შპს "ტრანსიბერია" - ტვირთების საერთაშორისო გადამზიდი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე შესახსრებული ტიპის (ტრაილერი) სატრანსპორტო საშუალებებზე საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვებისათვის.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მართვა IRU სტანდარტების შესაბამისად.
** საერთაშორისო გადაზიდვებისას საბაჟო გამსვლელ პუნქტებზე შესაბამისი დოკუმენტების წარმოება
** სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და პრობლემის აღმოფხვრა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
აუცილებელი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა CE კატეგორიით
** ციფრული ტაქოგრაფის ბარათი
** კოდი 95 გაცემული სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ
** სატრანსპორტო საშუალების აგებულებისა და ტექნიკური მახასიათებლების კარგად ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
** მინიმუმ რუსული ენის ცოდნა. სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანობა
** დისციპლინირებულობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობა
** კეთილსინდისიერება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (ავტობიოგრაფია) შესაბამის მისამართზე: info@transiberia.com.ge მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|