დასახელება:
ბუღალტერ-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მაქსიმა
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
შპს "მაქსიმა" (კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე.
სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი, კვირა და ყველა უქმე დღე;
ლოკაცია: ბათუმი;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი;
ადგილების რაოდენობა: 1
ჩვენი შემოთავაზებაა:
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.
ჩვენი ბენეფიტი: კომპანია უზრუნველყოფს კვებას.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობა;
** სასაქონლო ზედნადებების გამოწერა/ატვირთვა;
** შეკვეთების პროგრამული გაფორმება/საწყობზე მიწოდება;
** საწყობზე მიღებული შეკვეთების კონტროლი.
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლიანი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "ბუღალტერ-ოპერატორი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|