დასახელება:
გარე გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Georgia Destination Management
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. მუშაობს ბ2ბ მიმართულებით და პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დსთ"-ს ქვეყნებში.
მოვალეობები:
** აეროპორტში ტურისტების დახვედრა-გაცილება;
** ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ტურისტების სასტუმროში განთავსება;
** საქართველოს შიდა ტურების შეთავაზება/გაყიდვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი; კვირაში 2 დასვენების დღე.
სამუშაო დღეების დამოკიდებულია ავიარეისების განრიგზე. (სტუდენტების შემთხვევაში შესაძლებელია გრაფიკზე ხელშეწყობა)
ჩვენ გთავაზობთ:
** ტურიზმის სფეროში განვითარების შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება;
** კორპორატიული დაზღვევა;
** Fitpass;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@GDM.GE აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
|
|
|
|