დასახელება:
გამოცდილი შემფასებელი
|
მომწოდებელი:
MOORE
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი შემფასებლის პოზიციაზე შეფასებისა და კორპორაციული ფინანსების დეპარტამენტში (https://www.moore-georgia.ge).
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 114 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 4 მილიარდ აშშ დოლარს (https://www.moore-global.com).
ძირითადი მოვალეობები:
** შეფასების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით ქონების შეფასება და საშემფასებლო დასკვნის მომზადება;
** პროფესიული ეთიკის დაცვა;
** კომპანიის მენეჯმენტის მიერ მოწოდებული ინსტრუქციებისა და მოთხოვნების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook);
** ქონების დამოუკიდებლად შეფასების კომპეტენცია ნებისმიერი საშემფასებლო მეთოდის გამოყენებით.
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია - "გამოცდილი შემფასებელი".
|
|
|
|