Робота для біженців з України
უმცროსი Project Owner
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი Project Owner
მომწოდებელი: Webintelligence
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
Webintelligence 2011 წლიდან საქმიანობს ქართულ და გერმანულ ბაზრებზე და ქმნის მსხვილი და საშუალო ზომის ონლაინ პლატფორმებს. ძირითადად, ორიენტირებულია მედია და საკომუნიკაციო პლატფორმების, მობილური (iOS/Android) აპლიკაციების შექმნასა და მათ მარკეტინგულ და ტექნიკურ მხარდაჭერაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის: https://webintelligence.de/

ვაკანტური პოზიციის დასახელება - Project Owner Junior

სამუშაო რეჟიმი - დისტანციური. საჭიროების შემთხვევაში, გუნდთან და პარტნიორთან პირისპირ შეხვედრები
სამუშაო დრო - უპირატესობა მიენიჭება დამამთავრებელი კურსის, ან დასრულებული უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატებს, Full-Time დატვირთვის შესაძლებლობით
ანაზღაურება - ინდივიდუალური შეთანხმებით, კანდიდატის კომპეტენციებიდან გამომდინარე
ანგარიშვალდებულება - CEO/მმართველი პარტნიორი

Webintelligence-სთან თანამშრომლობით მიღებული სარგებელი:

** სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეების პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა
** დინამიკურ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
** მხარდამჭერი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
** მენტორინგი

ვაკანტური პოზიციის მიზანი:

პოზიციის მიზანია Webintelligence-ის ღირებულებებსა და პარტნიორის მიზნებთან შესაბამისი პროდუქტის/სერვისის შექმნის პროცესის ownership-ი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაცია
** დიგიტალ სტრატეგიის განსაზღვრასა და გუნდთან განხილვაში ჩართულობა
** პროექტის კონცეფციაზე მუშაობა
** კონტენტის სტრატეგიაზე მუშაობა
** პროექტის მენეჯერთან ერთად, დეველოპმენტ გუნდთან კოლაბორაცია, პროექტის მიზნებთან შესაბამისი პროდუქტის/სერვისის უზრუნველსაყოფად
** სპრინტების დაგეგმვაში მონაწილეობა

უნარები/შესაძლებლობები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება
** შემოქმედებითი აზროვნება
** ინფორმაციის სისტემატიზაციის და იერარქიზაციის უნარი
** შესაძლებლობისა და ფარული რისკების ანალიზისა და შეფასების უნარი
** სწრაფი ადაპტაციის უნარი
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი

აუცილებელი მოთხოვნა:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ B2 დონეზე
** ICT ინდუსტრიის ძირითადი მიმართულებებისა და სპეციფიკების ზოგადი ცოდნა
** კომპანიის ხელშეწყობით Enterprise WordPress-ის, UX-ის, IA-ის, Digital Marketing-ის სწავლა

სასურველია:

** სასურველია ტექნოლოგიური მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
** UX საბაზისო პრინციპების ცოდნა
** ინფორმაციული არქიტექტურის საბაზისო ცოდნა
** WP-სთან შეხება, სამომხმარებლო დონეზე
** ციფრული მარკეტინგის "სფეროსთან სიახლოვე"

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@webintelligence.de და Subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება.

წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ:

** ეთანხმებით, რომ Webintelligence უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
** ანიჭებთ უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, წინამდებარე, ან სხვა რელევანტურ პოზიციაზე დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე