Робота для біженців з України
მომარაგების კოორდინატორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომარაგების კოორდინატორი
მომწოდებელი: Go-Playgrounds
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს" არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.

"გოუ-ფლეიგრაუნდს" ეძებს გუნდის ახალ წევრს - მომარაგების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.

ფუნქცია-მოვალეობები:

საწყობი

** საწარმოს გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო საქონლის და მატერიალურ ტექნოლოგიური საშუალებების, მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება განაწილება/გაცემა და ამ პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, ასევე კომპანიის შიდა პროგრამაში ასახვა;
** საწყობში მიმდინარე პროცესების მართვა/ მონიტორინგი;
** საწყობში წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და პროდუქციის უწყვეტობის მიზნით, შეკვეთების სწორად წარმოება;
** საწყობში პროდუქციის გეგმური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულება;
** საწყობებში ნაშთების სისტემატური კონტროლი;
** ინვენტარიზაციის ჩატარება წელიწადში ერთხელ;
** მომარაგების ეფექტურობის ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** საკუთარი ფუნქციების ეფექტურად შესრულების მიზნით მჭიდრო კავშირი კომპანიის სხვა თანამშრომლებთან;
** დაქვემდებარებული პირების კოორდინაცია;

ტვირთის დამუშავება:

** ტვირთის შემოსვლის დროს შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება, ტვირთის ჩამოტვირთვა, აღრიცხვა, დასაწყობება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** ტვირთის იდენტიფიკაცია და მისთვის შესაბამისი შენახვის ადგილის განსაზღვრა, დასაწყობება;
** მიღებული ტვირთის ოდენობის, მდგომარეობის და ტვირთის ხარისხის შემოწმება;
** დოკუმენტების შედგენა/დამტკიცება მიღებული ტვირთის შესახებ და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა საწარმოს შიდა სისტემაში;
** გადაზიდვისას შესაძლო დაზიანების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება;
** კომპანიიდან, საქონლის/პროდუქციის გასვლისას ტვირთის შესაბამისი დამუშავება, ტრანსპორტირებისათვის მომზადება და დატვირთვის უზრუნველყოფა;

სატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებათა მართვა

** საწარმოს შიდა სატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
** საწარმოს შიდა სატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებების, მძღოლების და ამ საშუალებების მართვაში ჩართული პირების კოორდინაცია;
** საწვავის მოხმარების ანალიზი და ეფექტურობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა ხელმძღვანელობასთან;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული ან ყოველთვიური საწვავის მოხმარების მონიტორინგი;

საწვავის ხარჯების განსაზღვრა დაგეგმვა და მონიტორინგი:

** საწვავის ხარჯის აღრიცხვა გავლილი მანძილის ან ნამუშევარი საათების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
** Excel-ის ცოდნა;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თავდაჯერებულობა
** ორგანიზებულობა

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მომარაგების კოორდინატორი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში.

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე