დასახელება:
ლაბორატორიის უფროსი
|
მომწოდებელი:
ქინძმარაულის მარანი
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
შპს "ქინძმარაულის მარანი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
** ლაბორატორიის სამოქმედო გეგმის შემუშავება და გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის კოორდინირება;
** დაქვემდებარებული პერსონალის ხელმძღვანელობა და სპეციალური ტესტების, პროცედურების და გამოკვლევების პროცესში მითითებების მიცემა;
** ლაბორატორიის მუშაობისთვის საჭირო ტიტრული ხსნარებისა და ინდიკატორების დამზადება;
** ლაბორატორიული აპარატებისა და ხელსაწყოების მომზადება: საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების შიდა კალიბრაცია და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
** გადასამუშავებლად შემოსული ყურძნის ტკბილში შაქრიანობის, ტიტრული მჟავიანობის და PH-ის რეგულირებისთვის მჟავის საჭირო რაოდენობის დადგენა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
** ტკბილის ალკოჰოლურ დუღილზე სისტემატური დაკვირვების წარმოება და შაქრის დაშლის, ალკოჰოლის წარმოქმნის, ტიტრული და მქროლავი მჟავების შემცველობის რაოდენობრივი ცვლილებების დინამიკის განსაზღვრა, შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
** ალკოჰოლური დუღილის ბოლოს, ვაშლ-რძემჟავა დუღილის მიმდინარეობის ინტენსივობის განსაზღვრა ორგანულ მჟავათა შემცველობის ქრომატოგრაფიული მეთოდის გამოყენების საფუძველზე;
** შემოსული ღვინო და ღვინომასალების სრული ფიზიკო-ქიმიური ანალიზის ჩატარება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
** წარმოების ყველა ეტაპზე, ღვინოების მახასიათებელი ძირითადი პარამეტრების გაკონტროლება, სიმაგრე, ტიტრული მჟავიანობა, მქროლავი მჟავიანობა, გოგირდი, შაქარი, რკინა, ექსტრაქტი, საფუვრის დათვლა, დგომის დროს იგივე მაჩვენებლების თვეში ერთხელ გადამოწმება;
** ტექნოლოგიური პროცესების მსვლელობის კონტროლი, ტესტებისა და ანალიზების შედეგებზე დამყარებული პროცესების რეგულირება, სამუშო პროცედურების ჩამოყალიბება, მეღვინე-ტექნოლოგთან ერთად დასამუშავებლად საჭირო ნივთიერებების დადგენა და შესაბამისი მეთოდების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** კუპაჟების შედგენასა და პროდუქციის დეგუსტაციაში მონაწილეობის მიღება;
** ფილტრაციის ტესტირება ჩამოსასხმელი ღვინის მზადყოფნის განსასაზღვრად;
** ღვინის სტაბილიზაციაზე შემოწმება;
** მზა პროდუქციის ხარისხის შემოწმება, ჩამოსხმული ღვინისათვის სრული ანალიზების ჩატარება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება.
** ლაბორატორიაში არსებული საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მინიმუმ ერთი რთველის პერიოდში);
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** ლაბორატორიულ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოსა და საერთაშორისო სტანდარტებით/კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების ცოდნა;
** ხარისხის მენეჯმენტის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების ცოდნა;
** მეღვინეობის საბაზისო ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი.
გარანტიები:
** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
შპს "ქინძმარაულის მარანი"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|