დასახელება:
გაყიდვების აღრიცხვის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
იფქლი
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია "იფქლი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; აქედან, კვირაში 4 დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00-მდე და მეხუთე დღეს მორიგეობა 09:00-დან 21:00-მდე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, ევგენი ხარაძის 2ა.
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word);
** სასურველია საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის წესების ცოდნა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაუწიოს დამსაქმებელს გაყიდული პროდუქციის აღრიცხვასთან დაკავშირებული მომსახურება;
** აკონტროლოს RS.GE-ზე ატვირთული დოკუმენტაციის სისწორე და მისი შესაბამისობა სადისტრიბუციო პროგრამაში არსებულ მონაცემებთან;
** უზრუნველყოს დისტრიბუტორთა მიერ პროგრამულად შესრულებული ოპერაციების კონტროლი ტექნიკური კუთხით;
** აკონტროლოს დისტრიბუტორების დღიური ჩეკისა (" Z "- ი) და FMG - ში თანხების სიზუსტე;
** აწარმოოს დოკუმენტაცია ელექტრონული და მატერიალური სახით, რაც აუცილებელია სამუშაოს შესრულებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშისთვის;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მითითებები და დავალებები შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში.
პიროვნული თვისებები:
** მარტივი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ipkli.com. სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.
|
|
|
|