დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
ჩვენ ვეძებთ კადრს სოციალური მედიის მენეჯერის, პოზიციაზე, რომლის ფუნქცია-მოვალეობებიც იქნება:
** სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის სოციალური არხების (facebook, instagram და სხვ.) განვითარება და მართვა;
** მარკეტინგული კამპანიების შექმნა კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით;
** განხორციელებული ონლაინ კამპანიის ეფექტურობის შეფასება და მენეჯმენტთან რეპორტინგი;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებზე დროული რეაგირება;
** მიმდინარე და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
** კომპანიების სოციალური გვერდების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
** სარეკლამო პლატფორმებზე კომპანიის რეკლამის განთავსება;
** სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაცია;
** მულტიმედიური რეკლამების მიმოხილვა და სარეკლამო კამპანიების მონიტორინგი სამომავლო მარკეტინგული კამპანიების დასაგეგმად.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: მარკეტინგის, სოციალური მედია-მენეჯმენტის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, სოციალური მედიის მართვის მიმართულებით.
** ონლაინ კონტენტის შექმნის მიმართულებით გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Powerpoint, Facebook Ads Manager, Google Ads, Google Analytics)
** საბეჭდი მარკეტინგული მასალების დიზაინის შემუშავება ან/და რედაქტირება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად.
უნარ-ჩვევები:
** კრეატიული;
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი,
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე;
თუ დაინტერესებული ხართ ამ შემოთავაზებით, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე:
რეზიუმეს გადმოგზავნისას მიუთითეთ თუ რა პოზიციაზე გზავნით მას, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
აპლიკანტების საყურადღებოდ: კომპანია არ განიხილავს დისტანციურად მუშაობას.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: companyms2022@gmail.com
|
|
|
|