დასახელება:
წყალმომარაგების და სანტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს წყალმომარაგების და სანტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ანაზღაურება - 1300 ლარიდან 1520 ლარამდე.
სამუშაოს ტიპი: ცვლაში მუშაობა.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წყალმომარაგების უზრუნველყოფის სისტემების გამართულად, ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის წყალმომარაგების უზრუნველყოფის სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა და ყოველდღიური მონიტორინგი;
** სისტემაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მყისიერი რეაგირება და გონივრულ ვადაში აღმოფხვრა და აღნიშნულის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წყალმომარაგების უზრუნველყოფის სისტემების მომსახურების პროცესში ისეთი ხარვეზ (ებ)ის ან დაზიანების არსებობის შემთხვევაში, რომელთა აღმოფხვრა სცილდება წყალმომარაგების და სანტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შესაძლებლობას, ხელმძღვანელი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათთან კოორდინაცია მათი აღმოფხვრისათვის;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული წყლის მიწოდების სისტემის ეფექტურად და დადგენილი წესის შესაბამისად ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წყალმომარაგების უზრუნველყოფის სისტემების მომსახურების პროცესისათვის საჭირო სახარჯი მასალებისა, მარაგნაწილების და ხელსაწყოების საჭირო ოდენობითა და კომპლექტაციით ქონა;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წყალმომარაგების უზრუნველყოფის სისტემების მომსახურების უზრუნველყოფის პროცესში ტექნოლოგიური პროცესის, შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში წყალმომარაგების და სანტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სხვა თანამშრომლებისათვის საქმიანობაში დახმარების აღმოჩენა, წყალმომარაგების და სანტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** საჭიროების შემთხვევაში მესტიის და ამბროლაურის აეროპორტისათვის წყალმომარაგების კომუნიკაციების სფეროში დახმარების აღმოჩენა;
** კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მომზადება და მიწოდება ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** მიღებულ კორესპონდენციაზე და კომპანიის ხელმძღვანელობის დავალებებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** სამუშაო პროცესების განზოგადება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული წესით ანდა კომპანიაში დანერგილი წესისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიაში მოქმედი შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული წესების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება საინჟინრო კომუნიკაციების და მექანიკის მიმართულებით;
** არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საინჟინრო კომუნიკაციების ექსპლუატაციის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
კონკურსის ეტაპებია:
** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
|
|
|
|