Робота для біженців з України
სამეურნეო მომსახურების სამსახურის სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო მომსახურების სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს სამეურნეო მომსახურების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ანაზღაურება - 1490 ლარიდან 1710 ლარამდე.
სამუშაოს ტიპი: სტანდარტული.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

ფუნქცია-მოვალეობები:

1. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის და სამეურნეო საქმიანობის ეფექტურად, შეუფერხებლად, ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;
2. სამშენებლო და სამეურნეო სფეროში არსებული ტექნიკური თუ საორგანიზაციო ნორმების, სტანდარტების, წესების, აქტების, რეგულაციების, დებულებების, რეგლამენტების და მისთ. ცოდნა.
3. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოებისა და სამეურნეო მომსახურებისათვის, მასალებისა და შესრულების მეთოდიკის ოპტიმალური განსაზღვრა და ხელმძღვანელი პირებისთვის წარდგენა;
4. ქუთაისის სამეურნეო მომსახურების ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელ პირებთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
5. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ობიექტებზე სამეურნეო მომსახურების განხორციელება, ყოველდღიური მონიტორინგი და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირების ინფორმირება და შემდგომში მათი აღმოფხვრა, მიღებული დავალების შესაბამისად;
6. ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოების და სამეურნეო საქმიანობის, მათთან დაკავშირებული ღონისძიებების თუ მის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელი პირებისთვის;
7. სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
8. კომპანიაში მოქმედი შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული წესების დაცვა;
9. კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება მშენებლობის მიმართულებით;
** არანაკლებ სამ წლიანი გამოცდილება სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

კონკურსის ეტაპებია:

** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე