Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=596654&print=yes&view=jobs
 
ოპერაციების ტექნიკოსი - ყულევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების ტექნიკოსი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
"სოკარი" - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების ტექნიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ტექნიკური (სასურველია ნავთობის სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ცოდნა;
** ზეპირი და წერილობითი ინსტრუქციების გაგებისა და შესრულების უნარი;
** ენების ცოდნა: ქართული ენის გამართულად ფლობა, რუსული (სასურველი).

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო ნებართვების სისტემასთან მუშაობა შემსრულებლის, მაიზოლირებლის რანგში;
** ვაგონების გადმოტვირთვისთვის საჭირო მოწყობილობების დროული მომზადება და შემოწმება;
** გადმოტვირთვის ოპერაციების წარმართვა სუპერვაიზერის ზედამხედველობით;
** ინსპექტორისა და დამოუკიდებელი სურვეერისთვის დახმარების გაწევა ვაგონების აზომვისა და სინჯების აღების პროცესში;
** ესტაკადის მილების ტემპერატურის რეგულარული მონიტორინგი;
** ესტაკადის მილების პერიოდული განმუხტვა წნევისგან;
** ნავთობპროდუქტით დაბინძურებული წყლის გამტარი სისტემების გამართულობისა და მზადყოფნის კონტროლი;
** რისკების შეფასების პროცესში აქტიური მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** საგანგებო სიტუაციებში დამხმარე გუნდის წევრის ფუნქციების შესრულება და ძირითადი გუნდის დახმარება;
** სამუშაო ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მართვის ოთახის ტექნიკოსის მოვალეობების შესრულება;
** ტექნიკურ დათვალიერებაში მონაწილეობა და მოწყობილობების მომზადება (იზოლაციების დადება, დაწნეხვა, გარეცხვა);
** დახურულ სივრცეში სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულება;
** გადმოტვირთვის ოპერაციებისას მოწყობილობებისა და სამუშაო არეალის უწყვეტი მონიტორინგი;
** მართვის ოთახთან და ტერმინალზე მომუშავე სხვა გუნდებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და შენარჩუნება;
** ტერმინალში ორგანიზებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების სისტემების ტრენინგებში სისტემატური მონაწილეობა;
** ოპერაციების დეპარტამენტის ინსტრუქციების, პროცედურებისა და მეთოდოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა და მათი მუდმივი განახლება.

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ცვლაში (ცვლის დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში არანაკლებ 14 და არაუმეტეს 17 ცვლისა);
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az

ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 20.11.2024

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია